უნიკალური ექსპონატი Google-ში
ხელოვნების სასახლის კოლექცია მსოფლიოს ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა. ლურსმული ტექსტით შესრულებული ფირფიტა, რომლის ასაკი 4 000 წელზე მეტია, მსოფლიოს ყველაზე დიდი, GOOGLE-ის კულტურული ინსტიტუტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. უნიკალური ექსპონატი გასულ წელს კულტურის სამინისტრომ ხელოვნების სასახლის კოლექციებისათვის შეიძინა. ლურსმული ტექსტით შესრულებული ფირფიტა სასახლის მუდმივ ექსპოზიციაშია გამოფენილი.
სიუჟეტის ავტორი: შორენა კოპალეიშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
