ფული დანიიდან ქართულ პოლიტიკაში
რატომ აფინანსებს დანიის პარლამენტი ორგანიზაციას, რომლის ღონისძიებაზე მსჯავრდადებულ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ და ოპოზიციის საარჩევნო ატრიბუტიკას წარმოადგენენ. დანიის პარლამენტმა „ქრონიკას“ დაუდასტურა, რომ „აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის” ქვეყნის ბიუჯეტით ფინანსდება და საკანონმდებლო ხელისუფლებას ექვემდებარება. ერთ აღიარებას მეორე მოჰყვა და ახლა ოპოზიცია ღიად ამბობს, რომ მსგავსი ღონისძიებები საარჩევნო კამპანიაში ეხმარებათ. უცხოური ფული ქართულ და ნებისმიერი ქვეყნის პოლიტიკაში კანონსაწინააღმდეგოა.

სიუჟეტის ავტორი: მარიამ ქართველიშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები