24 აგვისტოს „ერისიონი“ „ბლექ სი არენაზე“ კონცერტს გამართავს
24 აგვისტოს „ერისიონი“ „ბლექ სი არენაზე“ კონცერტს გამართავს. მაყურებელი ქართული ცეკვისა და მრავალხმიანობის ორსაათიან შოუ-პროგრამას იხილავს. 140 წლის ისტორიის მქონე ანსამბლი პუბლიკის წინაშე წარდგება პროგრამით „ქართული საგანძური“. კონცერტი „სთარინგ ჯორჯიის“ ფარგლებში იმართება. ბილეთები შეძენა უკვე ხვალიდან შესაძლებელია „ბლექ სი არენას“ სალაროებში.