ირანის საგარეო უწყების განცხადება
ირანის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ ისრაელთან დაკავშირებით საფრანგეთის, გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის მოწოდებები პოლიტიკურ ლოგიკას მოკლებულია და საერთაშორისო სამართლის წესებს ეწინააღმდეგება. ევროპის სამი სახელმწიფოს ლიდერებმა ერთობლივი განცხადებით მოუწოდეს თეირანს, ისრაელზე თავდასხმისგან თავი შეიკავოს. ირანის საგარეო უწყების სპიკერის განცხადებით, ირანს სუვერენული უფლება აქვს ისრაელს თეირანზე თავდასხმისთვის პასუხი გასცეს.
