თურქეთში 18 წლის ახალგაზრდა დააკავეს, რომელმაც 5 ადამიანი ცივი იარაღით დაჭრა
თურქეთში 18 წლის ახალგაზრდა დააკავეს, რომელმაც 5 ადამიანი ცივი იარაღით დაჭრა. დანითა და ნაჯახით შეიარაღებული ახალგაზრდა მამაკაცი ქალაქ ესქიშეჰირის სკვერში მყოფ ადამიანებს თავს დაესხა. მას კომპიუტერული თამაშის პერსონაჟის ფორმა ეცვა, ეკეთა სათვალე, ნიღაბი, ჯავშანჟილეტი, ეხურა ჩაფხუტი, რომელზეც კამერა ჰქონდა დამაგრებული და თავდასხმას სოციალური ქსელის საშუალებით პირდაპირ ეთერში გადასცემდა. დაჭრილი 5 ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, 2 მათგანის მდგომარეობა მძიმეა.
