ქართველი ჩემპიონები საქართველოში დაბრუნდნენ
ქართველი ჩემპიონები საქართველოში დაბრუნდნენ. სპორტსმენებს აეროპორტში ოჯახის წევრები და გულშემატკივრები დახვდნენ. საქართველოს ოლიმპიურმა დელეგაციამ მედლების საერთო ჩათვლაში პარიზის 2024 წლის ზაფხულის თამაშები 24-ე ადგილზე დაასრულა. პარიზის ოლიმპიადა ჩვენი ქვეყნისთვის დამოუკიდებლობის ისტორიაში ყველაზე წარმატებული გამოდგა. ქართველმა სპორტსმენებმა სამი ოქროს, სამი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
