პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში ქართველი ოლიმპიელების წარმატებაზე წერს
პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში ქართველი ოლიმპიელების წარმატებაზე წერს. შალვა პაპუაშვილი მადლობას უხდის ყველას, ვინც საკუთარი წვლილი შეიტანა პარიზის ოლიმპიადის საუკეთესო შედეგით დასრულებაში. პირველი კანონმდებელი ამბობს, რომ საქართველო ისტორიული შედეგით ევროკავშირის წევრ 18 ქვეყანას უსწრებს. ამ კონტექსტში შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს ჩვენი ქვეყნის ლიდერობას როგორც ეკონომიკური ზრდის, ისე მმართველობის მაჩვენებლით.
