საქართველოში გაერთიანებული სამეფოს დანიშნულმა ელჩმა საგარეო საქმეთა მინისტრს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა
საქართველოში გაერთიანებული სამეფოს დანიშნულმა ელჩმა საგარეო საქმეთა მინისტრს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა. ცერემონიის შემდეგ გამართულ შეხვედრაზე ილია დარჩიაშვილმა გარეთ უორდს დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობაში. მხარეებმა კმაყოფილება გამოთქვეს ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობით. გაერთიანებული სამეფოს ელჩმა გამოხატა მზადყოფნა, ახალ პოსტზე მუშაობისას მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ქართულ-ბრიტანული ურთიერთობების შემდგომ განვითარებას.
