„შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი“
საერთაშორისო კვლევამ „შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი“ პერსპექტიულად და ტექნიკურ-ეკონომიკური თვალსაზრისით განხორციელებადად მიიჩნია. დასკვნა, სახელმწიფო კომპანია „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ დაკვეთით, მსოფლიო ბანკის დაფინანსებითა და საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მხარდაჭერით, იტალიურმა საკონსულტაციო კომპანიამ მოამზადა. „შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი“ ითვალისწინებს მაღალი ძაბვის წყალქვეშა გადამცემი ქსელის მოწყობას, რომელმაც ერთმანეთთან უნდა დააკავშიროს საქართველოსა და ევროპის ელექტრო ენერგეტიკული სისტემები.
