ჰაიდი ტალიავინის ინტერვიუ „რადიო თავისუფლებასთან“
„ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ არსებულ კითხვებს კიდევ არაერთი კითხვა ემატება. ამის მიზეზი ჰაიდი ტალიავინის ინტერვიუა, რომელიც „რადიო თავისუფლების“ ქართულმა ბიურომ გამოაქვეყნა. ტალიავინი აგვისტოს ომის შესახებ დასკვნის მომზადების პროცესს იხსენებს. ასევე საუბრობს ეპიზოდზე, რომელიც, ტალიავინის თქმით, 2008 წელს ქართული მხარისთვის თავისტკივილად იქცა.
