ოლიმპიადის დახურვის ცერემონია
2024 წლის ოლიმპიური თამაშები პარიზში, „სტად დე ფრანსის“ სტადიონზე საზეიმოდ დაიხურა. მუსიკალურ შემსრულებლებთან ერთად, ფრანგმა არტისტებმა ცერემონიაზე ოლიმპიადის ისტორიისადმი მიძღვნილი პერფორმანსიც წარმოადგინეს. ოლიმპიური დროშის გადაცემის მისია მომდევნო ოლიმპიურ ქალაქში წასაღებად ჰოლივუდის ლეგენდარულ ვარსკვლავს, ტომ კრუზს ერგო. „შეუსრულებელი მისიის“ ვარსკვლავმა ცნობილი ტრიუკი გაიმეორა და სტადიონზე სიმაღლიდან დაეშვა. საფრანგეთის დედაქალაქის პარალელურად, დახურვის ცერემონია ლოს-ანჯელესშიც ჩატარდა, სადაც 2028 წლის ოლიმპიური თამაშები გაიმართება.
სიუჟეტის ავტორი: შორენა კოპალეიშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
