სამძიმარი ალპინისტის ოჯახს
პრემიერ-მინისტრი ალპინისტ არჩილ ბადრიაშვილის ოჯახსა და ახლობლებს უსამძიმრებს. ირაკლი კობახიძე აღნიშნავს, რომ დაღუპული უმაღლესი კლასის მთამსვლელი იყო, რომელმაც, ორ თანაგუნდელთან ერთად, პირველად ქართული ალპინიზმის ისტორიაში, ყველაზე პრესტიჟული სპორტული ჯილდო - ოქროს წერაყინი მოიპოვა. 34 წლის ალპინისტი მწვერვალ შხელდაზე უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა. მისი ცხედარი ნაპოვნია.
