საბერძნეთში ტყის მასშტაბური ხანძრის ჩაქრობას ძლიერი ქარი და ჰაერის მაღალი ტემპერატურა უშლის ხელს
საბერძნეთში ტყის მასშტაბური ხანძრის ჩაქრობას ძლიერი ქარი და ჰაერის მაღალი ტემპერატურა უშლის ხელს. სტიქიის გამო, ხელისუფლებამ ქვეყნის უმეტეს ნაწილში განგაშის ყვითელი დონე აამოქმედა. ცეცხლი ათენს მიუახლოვდა, რის გამოც ახლომდებარე რაიონებიდან და სოფლებიდან მოსახლეობის მასობრივი ევაკუაციის ბრძანება გაიცა. საბერძნეთის დედაქალაქიდან 30 კილომეტრის მოშორებით დაიწვა საცხოვრებელი სახლები. ევაკუაცია განხორციელდა ბავშვთა საავადმყოფოდან და სამხედრო სამედიცინო დაწესებულებიდან. ამ დროისთვის ცეცხლის ჩასაქრობად 670 მეხანძრე მაშველი მუშაობს.
