უკრაინის არმია რუსეთის სიღრმეში წინსვლას განაგრძობს
უკრაინის არმია რუსეთის სიღრმეში წინსვლას განაგრძობს. ტელეგრამ არხების ცნობით, ბოლო 24 საათში უკრაინელმა სამხედროებმა დამატებით, 70 კვადრატულ კილომეტრზე დაამყარეს კონტროლი. საბრძოლო მოქმედებების არეალის გაფართოების გამო, კურსკის ოლქის ადმინისტრაციამ ბელოვსკის დასახლებაში მოსახლეობის ევაკუაციის გადაწყვეტილება მიიღო. უკრაინელი სამხედროების შეტევებს ელოდებიან ბელგოროდის ოლქშიც.
