სააგენტო “როიტერსი” წერს, რომ, სანქციების გვერდის ავლით, რუსეთში, ნაღდი ფულის სახით, მილიარდობით დოლარი და ევრო შედის
სააგენტო “როიტერსი” წერს, რომ, სანქციების გვერდის ავლით, რუსეთში, ნაღდი ფულის სახით, მილიარდობით დოლარი და ევრო შედის. "როიტერსმა "საბაჟო მონაცემებზე დაყრდნობით გაარკვია, რომ უკრაინის ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთში ამერიკული დოლარისა და ევროს კუპიურებით, საერთო ჯამში, 2 მილიარდ 300 მილიონი დოლარის ოდენობის ნაღდი ფული შევიდა. ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა რუსეთში საკუთარი ბანკნოტების ექსპორტი 2022 წელს აკრძალა.
