ალპინისტ არჩილ ბადრიაშვილის ტრაგიკულად დაღუპვის გამო სამძიმრის წერილს ავრცელებს პრემიერ-მინისტრი
ალპინისტ არჩილ ბადრიაშვილის ტრაგიკულად დაღუპვის გამო სამძიმრის წერილს ავრცელებს პრემიერ-მინისტრი. “მწუხარებას გამოვთქვამ ალპინისტ არჩილ ბადრიაშვილის გარდაცვალების გამო. არჩილი იყო უმაღლესი კლასის მთამსვლელი, რომელმაც, ორ თანაგუნდელთან ერთად, პირველად ქართული ალპინიზმის ისტორიაში, ყველაზე პრესტიჟული სპორტული ჯილდო - ოქროს წერაყინი მოიპოვა. ვუსამძიმრებ არჩილ ბადრიაშვილის ოჯახის წევრებს, მეგობრებს, ახლობლებსა და კოლეგებს.” - ნათქვამია ირაკლი კობახიძის სამძიმრის წერილში. 34 წლის ალპინისტი მწვერვალ შხელდაზე უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა. მისი ცხედარი ნაპოვნია.
