ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, რუსთავში, ადგილობრივი თვითმმართველობის ახალგაზრდული ფორუმი იმართება
ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, რუსთავში, ადგილობრივი თვითმმართველობის ახალგაზრდული ფორუმი იმართება. თემატური დისკუსიების ფარგლებში მონაწილეები სხვადასხვა მუნიციპალიტეტში არსებულ გამოცდილებას ერთმანეთს უზიარებენ და ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობის, სტაჟირების სახელმწიფო პროგრამისა და ადგილობრივი ხელისუფლების როლის გაძლიერებაზე მსჯელობენ.
