ოკუპირებული რეგიონებიდან დევნილების საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფის პროგრამა გრძელდება
ოკუპირებული რეგიონებიდან დევნილების საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფის პროგრამა გრძელდება, ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ახალი კორპუსების მშენებლობა ქუთაისში მიმდინარეობს და დასკვნით ფაზაშია. მიხეილ სარჯველაძის ინფორმაციით, ჯანდაცვის სამინისტრო ერთ, ორ და სამოთახიან ბინებს 1040 ოჯახს გადასცემს.
