უკრაინის მიერ კურსკის მიმართულებით წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებზე რადიკალური ოპოზიციის დუმილი ეჭვებს უჩენს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს
უკრაინის მიერ კურსკის მიმართულებით წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებზე რადიკალური ოპოზიციის დუმილი ეჭვებს უჩენს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს. მამუკა მდინარაძის განცხადებით, პრიგოჟინის მოსკოვში შესვლას ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები დიდი ენთუზიაზმით შეხვდნენ, თუმცა მდინარაძის თქმით, საპირისპირო მოხდა ახლა, როცა რადიკალები კურსკის მოვლენებს საერთოდ არ ეხმიანებიან.
