კონგრესმენი მაიკ ტერნერი, რომელიც საქართველოში იმყოფებოდა და “ქართული ოცნების” ხელისუფლებას აკრიტიკებდა, არაერთხელ არის მოხვედრილი ყველაზე კორუმპირებული კონგრესმენების სიაში
კონგრესმენი მაიკ ტერნერი, რომელიც საქართველოში იმყოფებოდა და “ქართული ოცნების” ხელისუფლებას აკრიტიკებდა, არაერთხელ არის მოხვედრილი ყველაზე კორუმპირებული კონგრესმენების სიაში. ამ სიას აქვეყნებს ორგანიზაცია "მოქალაქეები პასუხისმგებლობისა და ეთიკისათვის ვაშინგტონში" . მიუხედავად ამისა, რადიკალურ ოპოზიციაში კონგრესმენის განცხადებები სანდო და ღირებულია, მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ მაიკ ტერნერის წარსულის გათვალისწინებით, მის მიერ გამოთქმულ კრიტიკას არ იღებს ხელისუფლება. პრემიერ მინისტრი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გადატვირთვას ელოდება.
