ისტორიის გადაწერის მორიგი მცდელობა - "ნაციონალური მოძრაობა" შინდისის გმირების მემორიალთან ერთი დღის დაგვიანებით მიდის
აგვისტოს ომის დაწყების თარიღის შეცვლის შემდეგ, რადიკალური ოპოზიცია შინდისის გმირების მემორიალთან ერთი დღის დაგვიანებით მიდის. ქართველი მებრძოლები შინდისთან 2008 წლის 11 აგვისტოს ოკუპანტებთან უთანასწორო ბრძოლაში გმირულად დაეცნენ, და სწორედ 11 აგვისტოა მათი გმირობის თარიღი. რადიკალური ოპოზიცია თავის მართლების რეჟიმზეა გადასული და აცხადებს, რომ კონკრეტულ თარიღებს მნიშვნელობა არ აქვს. მმართველი გუნდი კი ფაქტს ისტორიის გადაწერის მორიგ მცდელობად აფასებს.
