„ავტორიტარიზმის ფესტივალი“
„აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის“ მიერ ორგანიზებული დემოკრატიის ფესტივალის ფარგლებში გამართულ აქტივობებს პარლამენტის თავმჯდომარე ვრცელი განცხადებით ეხმაურება. შალვა პაპუაშვილი წერს, რომ აღნიშნული ღონისძიება თავისი არსით საარჩევნო პროცესში უცხოურ ჩარევად შეგვიძლია მივიჩნიოთ. პაპუაშვილი აღნიშნავს, რომ ამ მასშტაბის დარღვევები ქვეყნის შიგნით და გარეთ ყველა შესაბამისი აქტორის მხრიდან შესაბამის განმარტებას საჭიროებს. პრემიერ-მინისტრმა ფაქტს სამწუხარო უწოდა და აღნიშნა, რომ საქართველოში ვიღაც ცდილობს, ავტორიტარიზმის ფესტივალი ჩაატაროს.