გასამართლება სამშობლოს ღალატისთვის
2008 წლის აგვისტოს ომის დანაშაულებთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის გასამართლების მნიშვნელობაზე პრემიერმა და თავდაცვის მინისტრმა ისაუბრეს. ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ გაიხსენა, ომიდან ორ თვეში ნაცების მიერ ხელმოწერილი ევროსაბჭოს რეზოლუცია, სადაც პრემიერის თქმით ჩაიწერა, რომ ომი სააკაშვილის ავტორიტარულმა რეჟიმმა დაიწყო. სახელისუფლებო გუნდში, „ქართული ოცნების“ პირობებში, ჰააგასა და სტრასბურგში რუსეთთან მოგებულ დავებზეც გაამახვილეს ყურადღება.
