16 წელი შინდისის ბრძოლიდან
2008 წლის 11 აგვისტო- თარიღი, რომელიც შინდისის გმირების ისტორიაზე გვიყვება. 16 წელი გავიდა იმ დღიდან, როცა მსუბუქად შეიარაღებული ქართველი ჯარისკაცები რუსებთან უთანასწორო ბრძოლაში ჩაებნენ. ოკუპანტებს წინააღმდეგობას საათზე მეტხანს უწევდნენ და ამ დროის განმავლობაში რუსებმა დახმარება ორჯერ ითხოვეს. „შინდისის გმირების“ ხსოვნას მემორიალთან დღეს დილიდან მიაგებდნენ პატივს. 17 სამხედროს გმირობა პრემიერმა კობახიძემ, მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად გაიხსენა.
