ქართველი ოლიმპიელების დაჯილდოება
პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების ქართველი პრიზიორები ღირსების ორდენებით, ოლიმპიური ჩემპიონები კი წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენებით დაჯილდოვდებიან. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა განაცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით, პარლამენტის თავმჯდომარესთან კონსულტაციები უკვე გაიმართა, ოფიციალური წარდგინება კი უახლოეს პერიოდში განხორციელდება.
