გია ჭანტურიას კომენტარი
„რუსეთიც უყვართ ძალიან“,- ეს კომენტარი „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრს გია ჭანტურიას ეკუთვნის. კომენტარის ადრესატები კი ყაზბეგის მცხოვრებლები არიან. „ნაციონალური მოძრაობის“ გაღიზიანება, ყაზბეგელების პოლიტიკურმა შეხედულებებმა გამოიწვია. ჭანტურიას შეურაცხმყოფელ გზავნილს, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერმა, ბაკურ ავსაჯანიშვილმა უპასუხა და თქვა, რომ რადიკალებს არა მარტო ყაზბეგელები, არამედ მთელი ქვეყანა ეზიზღებათ. რადიკალების მსგავს საქციელს პრემიერ-მინისტრი ოპოზიციის შეშფოთებას უკავშირებს, რომელიც კობახიძის თქმით, „ქართული ოცნების“ რეიტინგით არის გამოწვეული.
