პრემიერ-მინისტრმა საქართველოში ვიზიტით მყოფ, სენატორ შაჰინთან და კონგრესმენ ტერნერთან შეხვედრაზე ისაუბრა
პრემიერ-მინისტრმა საქართველოში ვიზიტით მყოფ, სენატორ შაჰინთან და კონგრესმენ ტერნერთან შეხვედრაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს მხრიდან დეტალური და კონკრეტული გზავნილები იყო. ირაკლი კობახიძის თქმით მან დელეგაციის წევრებს გაუზიარა ის იმედგაცრუება და შეშფოთება, რომელიც ხელისუფლებას ქართულ-ამერიკულ ახლანდელ ურთიერთობებზე აქვს. ასევე, მთავრობის მეთაურის ინფორმაციით, არც სენატორს, არს კონგრესმენს და არც ელჩს გამჭვირვალობის შესახებ კანონი არ უხსენებიათ.
