პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების ქართველი პრიზიორები ღირსების ორდენებით, ოლიმპიური ჩემპიონები კი წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენებით დაჯილდოვდებიან
პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების ქართველი პრიზიორები ღირსების ორდენებით, ოლიმპიური ჩემპიონები კი წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენებით დაჯილდოვდებიან. ამის შესახებ პრემიერ მინისტრმა განაცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით, პარლამენტის თავმჯდომარესთან კონსულტაციები უკვე გაიმართა, ოფიციალური წარდგინება კი უახლოეს პერიოდში განხორციელდება.
