გენო პეტრიაშვილი პარიზის ოლიმპიადის ფინალშია
125 კილოგრამ წონით კატეგორიაში 3-გზის მსოფლიო ჩემპიონმა 3 ბრძოლა მოიგო. მან თავდაპირველად უკრაინელი და პოლონელი მეტოქეები დაამარცხა, ნახევარფინალში კი აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე გიორგი მეშვილდიშვილს ანგარიშით 7-0 მოუგო. პეტრიაშვილი ფინალში ირანელ ამირ ჰოსეინ ზარეს დაუპირისპირდება. შეხვედრა დღეს, თბილისის დროით 22:00 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.
