დემოკრატიის ფესტივალის სახელით შეფუთული ღონისძიება კახეთის შემდეგ, დღეს ქუთაისში გაიმართება
დემოკრატიის ფესტივალის სახელით შეფუთული ღონისძიება კახეთის შემდეგ, დღეს ქუთაისში გაიმართება. ფესტივალის ორგანიზატორი “აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის” დანიის პარტიებისა და დემოკრატიის ინსტიტუტიდან ფინანსდება. დანიის საელჩოს ამ დრომდე არ გაუცია კითხვაზე პასუხი, თუ რატომ მიიღო მათმა დაფინანსებულმა ფესტივალმა ოპოზიციის წინასაარჩევნო კამპანიის სახე. რა საერთო აქვს დემოკრატიას, მსჯავრდადებულ მიხეილ სააკაშვილთან ან მისი გათავისუფლების მოთხოვნით ბანერების გამოფენას.