იემენში სტიქიის შედეგებს ითვლიან
იემენში სტიქიის შედეგებს ითვლიან. ბოლო მონაცემებით, ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში წყალდიდობამ 45 ადამიანი იმსხვერპლა. დატბორილია ათობით დასახლებული რაიონი. განადგურებულია გზები და ინფრასტრუქტურა. რამდენიმე სოფელი გარესამყაროს მთლიანად არის მოწყვეტილი.
