შეერთებული შტატები ისრაელს ამერიკული შეიარაღების შესაძენად 3.5 მილიარდ დოლარს გამოუყოფს
შეერთებული შტატები ისრაელს ამერიკული შეიარაღების შესაძენად 3.5 მილიარდ დოლარს გამოუყოფს. “სიენენის” ინფორმაციით, თანხის გამოყოფაზე თანხმობა კონგრესმა რამდენიმე თვის წინ გასცა. სახელმწიფო დეპარტამენტმა უკვე აცნობა კონგრესს, რომ თანხა გამოიყოფა ისრაელისთვის დამატებითი დახმარების 14.1-მილიარდიანი პაკეტიდან, რომლის შესახებაც კანონპროექტი აპრილში მიიღეს.
