კურსკის ოლქში შექმნილი ვითარების ფონზე ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა მხარეებს მაქსიმალური თავშეკავებისკენ მოუწოდა
კურსკის ოლქში შექმნილი ვითარების ფონზე ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა მხარეებს მაქსიმალური თავშეკავებისკენ მოუწოდა. „სააგენტო აკვირდება ვითარებას კურსკის ატომური ელექტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე სამხედრო აქტივობებთან დაკავშირებით. მინდა მივმართო მხარეებს, გამოიჩინონ მაქსიმალური თავშეკავება, რათა თავიდან აიცილონ ბირთვული ინციდენტი, რომელმაც სერიოზული რადიოლოგიური შედეგები შეიძლება გამოიწვიოს“, - განაცხადა რაფაელ გროსიმ.
