უკრაინელი სამხედროები აცხადებენ, რომ კურსკის ოლქის ქალაქ სუჯაში მდებარე „გაზპომის“ ფილიალი აიღეს
უკრაინელი სამხედროები აცხადებენ, რომ კურსკის ოლქის ქალაქ სუჯაში მდებარე „გაზპომის“ ფილიალი აიღეს. „ბიბისი“ კი ადასტურებს, რომ ვიდეო, რომელშიც განადგურებული რუსული სამხედრო კოლონა ჩანს, კურსკის ოლქში, რილსკის მისადგომებთან, არის გადაღებული. ამის ფონზე რუსეთის ფედერაციის სამ ოლქში, კურსკში, ბრიანსკსა და ბელგოროდში „კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი“ გამოაცხადა. გადაწყვეტილება უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა მიიღო.
