ბულგარეთის პარლამენტის მიერ სკოლებში არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის პროპაგანდის აკრძალვას ბრიუსელში მწვავე რეაქცია მოჰყვა
ბულგარეთის პარლამენტის მიერ სკოლებში არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის პროპაგანდის აკრძალვას ბრიუსელში მწვავე რეაქცია მოჰყვა. ევროპარლამენტის დეპუტატთა ჯგუფმა, რომელიც ლგბტ+ უფლებებს ლობირებს, ევროკომისიის პრეზიდენტს საგანგებო წერილით მიმართა. ისინი ურსულა ფონ დერ ლაიენს მოუწოდებენ, დაგმოს ბულგარეთის საკანონმდებლო ორგანოს მიერ რუსული კანონის მსგავსი კანონის მიღება.
