მთაწმინდის რაიონში, 9 აპრილის ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა
მთაწმინდის რაიონში, 9 აპრილის ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა. პროექტის ფარგლებში, შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები, მოეწყო კაბელ-არხები და ელექტროსადენები მიწისქვეშ განთავსდა, დამონტაჟდა გარე განათების ქსელი ლედ სანათებით. გზის სავალ ნაწილზე დაიგო რამდენიმე ფენიანი ასფალტის საფარი, მოწესრიგდა და განახლდა ტროტუარი. სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლის ღირებულება 1,5 მილიონი ლარია, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა განახორციელა. 9 აპრილის რეაბილიტირებულ ქუჩაზე დღეს კახა კალაძე იმყოფებოდა.
