ესპანეთის ნაკრები ოლიმპიური თამაშების ჩემპიონია
ესპანეთის ნაკრები ოლიმპიური თამაშების ჩემპიონია. მათ პარიზში, მასპინძელი საფრანგეთის ნაკრები დრამატულ ფინალში 5:3 დაამარცხეს. მატჩის ძირითადი დრო 3-3 მორჩა, ხოლო გამარჯვებულის ვინაობა დამატებით ტაიმებში გაირკვა, სადაც ესპანელებმა მეტოქეს 2 გოლი გაუტანეს. მატჩის გმირი სერხიო კამელო გახდა, რომელმაც მე-100 და 120-ე წუთებზე დუბლი შეასრულა და სანტიაგო დენიას გუნდს ოქროს მედალი მოუტანა. ესპანეთი ოლიმპიური ჩემპიონი ისტორიაში მეორედ გახდა. საფრანგეთი ვერცხლის მედალი, ხოლო მაროკომ ბრინჯაო მოიპოვა.
