პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე დღეს ხუთი ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს
პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე დღეს ხუთი ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს - სამი მოჭიდავე და ორი ძალოსანი. თავისუფალ ჭიდაობაში გენო პეტრიაშვილი ოქროსთვის იბრძოლებს, ხოლო გოდერძი ძებისაშვილი და გივი მაჭარაშვილი ასპარეზობაში დღეს ჩაერთვებიან. თბილისის დროით 13 საათსა და 30 წუთზე დაიწყება ძალოსნების ტურნირი, სადაც 102 კგ წონით კატეგორიაში ირაკლი ჩხეიძე გამოვა, ხოლო საღამოს თერთმეტის ნახევრიდან ლაშა ტალახაძე მესამე ოლიმპიური ოქროსთვის იბრძოლებს.
