გენო პეტრიაშვილი პარიზის ოლიმპიადის ფინალშია
გენო პეტრიაშვილი პარიზის ოლიმპიადის ფინალშია. თავისუფალ ჭიდაობაში ქართველმა ფალავანმა ზაფხულის თამაშების გადამწყვეტ შეხვედრაში ასპარეზობის უფლება ზედიზედ მეორედ მოიპოვა. 125 კილოგრამ წონით კატეგორიაში 3-გზის მსოფლიო ჩემპიონმა 3 ბრძოლა მოიგო. მან თავდაპირველად უკრაინელი და პოლონელი მეტოქეები დაამარცხა, ნახევარფინალში კი აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე გიორგი მეშვილდიშვილს ანგარიშით 7-0 მოუგო. პეტრიაშვილი ფინალში ირანელ ამირ ჰოსეინ ზარეს დაუპირისპირდება. შეხვედრა დღეს, თბილისის დროით 22 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.