იტალიის თავდაცვის მინისტრი კურსკის ოლქში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა
იტალიის თავდაცვის მინისტრი კურსკის ოლქში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. როგორც გვიდო კროზეტომ განაცხადა, არცერთი ქვეყანა არ უნდა შეიჭრას სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე. „ჩვენ არ გვინდა კიდევ უფრო გამწვავებული კონფლიქტი, რომელიც გადადის რუსეთის ტერიტორიაზე და სულ უფრო დაგვაშორებს ცეცხლის შეწყვეტის შესაძლებლობას“, - აღნიშნა იტალიის თავდაცვის მინისტრმა.
