რადიკალური ოპოზიციის ტრენინგები
საგურამოში ლიბერალური აკადემიის ლექცია-სემინარები დაიწყო, რომელსაც ნიკა გვარამიას პარტია „ახლის“, ელენე ხოშტარიას „დროას“ და გირჩი ზურა ჯაფარიძის წარმომადგენლები ატარებენ. ტრენინგების თემატიკა მოიცავს წინაასარჩევნო გარემო და პოლიტიკურ იდეოლოგიებს. მონაწილეებს შორის არის პოლიციელზე თავდასხმისთვის გასამართლებული ლაზარე გრიგორიადისის დედა. ადგილზე მივიდა ელენე ხოშტარია. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლეთა ტრენინგები ქვეყანაში დესტაბილიზაციის შექმნას ისახავს მიზნად.
