ავარია თურქეთში
ავარია თურქეთში - ანკარის პროვინციაში, სამგზავრო ავტობუსი საავტომობილო ხიდის საყრდენ ბოძს დაეჯახა. შედეგად დაიღუპა 10 ადამიანი, 26 კი დაშავდა. ინციდენტის დროს, სამგზავრო ავტობუსი რეისს ქალაქ იზმირიდან აგრის მიმართულებით ასრულებდა. ავარიის გამომწვევი ზუსტი მიზეზი ჯერ არ დასახელებულა, ვარაუდობენ ავტობუსის ტექნიკურ გაუმართაობას ან მძღოლის დაუდევრობას.
