ამერიკის შეერთებული შტატები, ეგვიპტე და კატარი ისრაელსა და ჰამასს მოლაპარაკებების განახლებისკენ მოუწოდებენ
ამერიკის შეერთებული შტატები, ეგვიპტე და კატარი ისრაელსა და ჰამასს მოლაპარაკებების განახლებისკენ მოუწოდებენ. 3 ქვეყნის ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ მათ ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების მიზნით, ჩარჩო შეთანხმება შეიმუშავეს, რომელშიც მხოლოდ საბოლოო დეტალებია შესათანხმებელი. ისრაელმა განაცხადა, რომ ამ საკითხზე მოლაპარაკების მიზნით, შუამავლებს გაგზავნის. მოლაპარაკებები 15 აგვისტოს დოჰაში ან კაიროში გაიმართება. ამერიკის, ეგვიპტისა და კატარის შეთავაზებაზე დაჯგუფება ჰამასს ჯერ პასუხი არ გაუცია.
