დონალდ ტრამპის შეფასებით, ამერიკის შეერთებული შტატები ეკონომიკისა და უსაფრთხოების კუთხით სახიფათო მდგომარეობაშია
დონალდ ტრამპის შეფასებით, ამერიკის შეერთებული შტატები ეკონომიკისა და უსაფრთხოების კუთხით სახიფათო მდგომარეობაშია. პრესკონფერენციაზე, პრეზიდენტობის რესპუბლიკელმა კანდიდატმა ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია კიდევ ერთხელ მწვავედ გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ქვეყანას ეკონომიკური დეპრესია ემუქრება. ტრამპმა უკრაინის ომსა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე დაძაბულობაზე პასუხისმგებლობა კვლავ ბაიდენს დააკისრა და განაცხადა, რომ მესამე მსოფლიო ომის საფრთხე რეალურია.
