საფრანგეთის თავდაცვის უწყება კურსკის ოლქზე უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევას საწყის ეტაპზე წარმატებულს უწოდებს
საფრანგეთის თავდაცვის უწყება კურსკის ოლქზე უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევას საწყის ეტაპზე წარმატებულს უწოდებს. სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ უკრაინელმა სამხედროებმა წინსვლა მოულოდნელობის ეფექტისა და რუსული ჯარების მოუმზადებლობის გამო შეძლეს. განხორციელებული შეტევა რუსეთს ამ მიმართულებით უკრაინის ფრონტიდან სამხედრო ნაწილების მოწყვეტასა და კურსკის მხარეს გადამისამართებას აიძულებს, რაც ფრონტის რთულ ადგილებში უკრაინელებზე წნეხს შეამცირებს.
