რუსეთის კურსკის ოლქში საბრძოლო მოქმედებები 800 კვადრატული კილომეტრის ფართობზე მიმდინარეობს
რუსეთის კურსკის ოლქში საბრძოლო მოქმედებები 800 კვადრატული კილომეტრის ფართობზე მიმდინარეობს. ტელეგრამ არხების ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა უკრაინის საზღვრიდან, რუსეთის ტერიტორიის შიგნით, 30 კილომეტრით წინ წაიწიეს და 22 დასახლება დაიკავეს. რთული ვითარებაა ლვოვთან, ქალაქს მასობრივად ტოვებს მოსახლეობა. უკრაინული მედია წერს, რომ უკრაინამ კურსკის ოლქში რუსი სამხედროების კოლონაზე სარაკეტო იერიში მიიტანა, შეტევას მსხვერპლი მოჰყვა. განადგურებულია სამხედრო ტექნიკის ნაწილი.
