86 წლის ასაკში მსახიობი, მედეა ლორთქიფანიძე გარდაიცვალა
86 წლის ასაკში მსახიობი, მედეა ლორთქიფანიძე გარდაიცვალა. მსახიობს შექმნილი აქვს არაერთი საინტერესო და სახასიათო სასცენო სახე. შესრულებული აქვს როლები ცნობილი რეჟისორების, მათ შორის ოთარ იოსელიანისა და სერგო ფარაჯანოვის ფილმებში. მედეა ლორთქიფანიძეს 13 აგვისტოს თბილისის ზღვის სასაფლაოზე დაკრძალავენ.