ჯანდაცვის სამინისტროსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ჯანდაცვის სამინისტროსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს მიხეილ სარჯველაძემ და ჯაბა სამუშიამ მოაწერეს ხელი. დოკუმენტში თანამშრომლობის პრიორიტეტული სფეროებია განსაზღვრული. მემორანდუმი მიზნად ისახავს საქართველოში სოციალურ-დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებას.
