ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი წელს პირველად სამაგისტრო პროგრამაზე მიღებას აცხადებს
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი წელს პირველად სამაგისტრო პროგრამაზე მიღებას აცხადებს. ინტერდისციპლინურ სამაგისტრო პროგრამაზე - „ფინანსები და ინფორმაციის მენეჯმენტი“ რეგისტრაცია უკვე დაწყებულია. სამაგისტრო პროგრამა მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტში 2004 წელს შეიქმნა. აღნიშნული პროგრამის კარიერული შესაძლებლობები საკმაოდ მრავალფეროვანი და ფართოა. იგი ვრცელდება ყველა სექტორზე, სადაც საჭიროა ფინანსური მართვის მოდელებისა და ტექნოლოგიების ცოდნა. აღსანიშნავია, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი სტუდენტების ნაწილს სრულად დაუფინანსებს პროგრამაზე სწავლის გადასახადს. დამატებით, მაგისტრანტებს შესაძლებლობა ექნებათ, პროგრამის ფარგლებში სასწავლო კურსი ტორონტოსა და მიუნხენში გაიარონ. სასწავლო პროცესი წარიმართება სტუდენტებზე მორგებული მოქნილი გრაფიკით და უკვე დასაქმებულ სტუდენტებს ხელი არ შეეშლებათ სამუშაო პროცესსა და სტაჟირებაში.
