11 თვეში, გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის 6 ათასზე მეტი სამართალდარღვევა გამოვლინდა
11 თვეში, გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის 6 ათასზე მეტი სამართალდარღვევა გამოვლინდა. გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კუთხით არაერთ ღონისძიებას ატარებს: რეგულარულად მოწმდება ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის ხარისხი, რათა მინიმუმამდე შემცირდეს არაკონდიციური საწვავის მოხმარება, რაც, თავის მხრივ, მნიშვნელოვნად ამცირებს ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევას. ამასთანავე, საქართველოს 4 დიდ ქალაქში - თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში, 2023 წლის 4 სექტემბრიდან, მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კონტროლი მიმდინარეობს. კანონის ამოქმედებიდან 2024 წლის 4 აგვისტოს ჩათვლით, გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟების მიერ, მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის, ჯამში, 6-ზე მეტი იურიდიული და ფიზიკური პირი დაჯარიმდა.
